|
2023-11-24 13:15:01, 875 ნახვა
საზოგადოება
მერია - მაგისტრატურის საფეხურის წარმატებული სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება იწყება
თბილისის მერიაში მაგისტრატურის საფეხურის წარმატებული სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს. მუნიციპალიტეტის მთავრობის ცნობით, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამას 2015 წლიდან ახორციელებს. "პროგრამა მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, თბილისში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის, მუნიციპალიტეტის მერიისგან ფინანსური წახალისების გაცემას გულისხმობს. მასში შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა:
სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნივერსიტეტებს სიების წარმოსადგენად განესაზღვრათ ვადა 2023 წლის 21 ნოემბის ჩათვლით. სტუდენტებმა, 24 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის მერიის კანცელარიაში (ჟიული შარტავას ქუჩა N7), თბილისის რაიონულ გამგეობებში არსებულ სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე - www.ms.gov.ge (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთვევაში) უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
განცხადების დაწერა და დოკუმენტების ჩაბარება ხდება თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას სახელზე",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)