|
2023-11-23 10:11:06, 993 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი - მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება
მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება, - ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ განაცხადა. მისი თქმით, მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებები წინ მიიწევს. "ჩვენი მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებები მიიწევს წინ და მუდმივად გრძელდება. მათი გათავისუფლების დაწყება მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით მოხდება, თუმცა ის პარასკევამდე არ ამოქმედდება", - განაცხადა ცაჰი ჰანეგბიმ. შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ დროის განმავლობაში გამოცხადება ცეცხლის შეწყვეტის პაუზებიც. შეთანხმებას მხარი ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაუჭირა. ამასთან, გუშინ, 22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში დღეს, 23 ნოემბერს შევიდოდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)