|
2023-11-21 13:04:00, 1346 ნახვა
მსოფლიო
მაია სანდუ კიევში ჩავიდა
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ მაია სანდუ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. სანდუს თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს, შარლ მიშელს შეხვდება. "კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან, შარლ მიშელთან შეხვედრებისთვის ჩამოვედი. ჩვენი დღის წესრიგი: მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯების განხილვა, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება და ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერაა იმ რეფორმებში, რომლებსაც ჩვენი ქვეყნები ატარებენ, - წერს სანდუ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 ნოემბერს კიევს მოულოდნელი ვიზიტით გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსიც ეწვია. გუშინ, 20 ნოემბერს უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავიდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)