|
2023-11-20 17:51:11, 1318 ნახვა
ეკონომიკა
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შესახებ, შემოსავლების სამსახურში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის გაცნობის მიზნით, ბიზნეს ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება. "აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ; ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება. დამატებითი ინფორმაცია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსისა და მიღების წესის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.rs.ge/LegalEntityAuthorizedPersons?cat=2&tab=1. შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნეს-ოპერატორებს AEO-ს სტატუსის შესახებ, მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს და ის საბაჟო შეღავათები გააცნეს, რომლებიც საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვში იწყება საქონლის წარმოების პროცესიდან და სრულდება საბოლოო მიმღებთან მიწოდებით. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის აქტუალურ თემებსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ. ბიზნესსექტორთან შეხვედრები, რომელთა მიზანია „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების" (AEO) პროგრამის ხელშეწყობა და საბაჟო ფორმალობების შესახებ ცნობადობის ამაღლება რეგულარული ხასიათისაა და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სტატუსს, საქართველოში უკვე 8 კომპანია - სს ,,საქკაბელი", შპს „დემასი", შპს ,,გოსელინ მობილითი ჯორჯია", შპს ,,შარმ ტრეიდინგი", შპს ,,ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია", სს „შატო მუხრანი", შპს ,,ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია" და შპს ,,ჰავი ლოჯისტიკსი" ფლობს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)