|
2023-11-20 17:41:23, 773 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 17 ნოემბერს „ფერმერის დღე“ გაიმართა
17 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე, სასტუმრო სტამბის The Dome-ში საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, „ფერმერის დღე“ გაიმართა. ღონისძიების გენერალური პარტნიორი „საქართველოს ბანკია“. ღონისძიებაზე ცხრა წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა. ამ დღისთვის დამატებით დაწესდა ორი სპეციალური პრიზი. სულ ნომინირებული იყო 25 ბიზნესი და გამარჯვებულია 9 ნომინაციები კი ასე გამოიყურებოდა:
ღონისძების ოფიციალურ ნაწილს, 200-ზე მეტი სტუმარი მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციიებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ფერმერები ესწრებოდნენ. „მოხარული ვართ, რომ კვლავ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ფერმერთა დღის აღნიშვნისთვის. ეს უკვე ტრადიციად გვექცა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის და თანაც აგრომიმართულებით. ფერმერები არიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად, ყოველდღიურ რეჟიმში ავითარებენ სოფლის მეურნეობას, ქმნიან დოვლათს და ახალისებენ ეკონომიკის განვითარებას და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ამ შრომის დაფასება. მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს დამსახურებული ჯილდო“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა. ინფორმაციისთვის, საქართველოში ფერმერთა დღე 2015 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანია, ფერმერთა შრომის და წვლილის დაფასება სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობაში. ფერმერის დღის გენერალური მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“, სპონსორები: ველი სთორი, ალდაგი, სანტე, თელიანი ველი, Soplidan.ge და სხვა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)