|
2023-11-20 14:25:42, 650 ნახვა
საზოგადოება
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგნელებს შეხვდნენ
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ევროპის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, ღონისძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო და ქუთაისის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები, საქართველოში საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ნიდერლანდების სამეფოს, ლატვიის და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოების პოლიციის ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები ესწრებოდნენ. „პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროკურატურის საქმიანობის სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვრის კვეთისას გავრცელებულ დანაშაულებზე და მათზე რეაგირების საკითხებზე. სტუმრებმა თავის მხრივ პროკურატურის წარმომადგენლებს მათი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)