|
2023-11-20 13:59:30, 736 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა დანიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი საქართველოში დანიის სამეფოს ელჩს ანე ტოფტ სორენსენის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა სამინისტროს პრიორიტეტებსა და მიმდინარე საქმიანობაზე ისაუბრეს. „დანიურმა მხარემ სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები მოიწონა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.თავის მხრივ, ზურაბ აზარაშვილმა დიპლომატს მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე იმყოფებოდა დანიური კომპანია „ნოვო ნორდისკსის“ გენერალური მენეჯერი რანა აზფარ ზაფარი, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრს კომპანიის მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა „ნოვო ნორდისკსის“ მიერ წარმოებულ , ინსულინებსა და ანტიდიაბეტურ საშუალებებზეც ისაუბრეს, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. შეხვედრას კომპანია „ნოვო ნორდისკის“ ბიზნეს განყოფილების უფროსი ტურალ მამედოვი და დანიის საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი გიორგი ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)