|
2023-11-17 16:30:21, 611 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - პენიტენციური სისტემის თანამშრომლები, რომლებიც სამორიგეო ცვლაში იმყოფებიან, უზრუნველყოფილი არიან სამჯერადი კვებით
პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისთვის კვებითი უზრუნველყოფის ახალი პროგრამა დაინერგა და 24-საათიან ცვლაში მომუშავენი უზრუნველყოფილი არიან სამჯერადი კვებით.,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. ბრეგაძის განცხადებით, სისტემის თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის უკეთესი სამუშაო პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტულია. „ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების პირობების გაუმჯობესებაზე და მაგალითისთვის გეტყვით იმასაც, რომ დავიწყეთ კვებითი უზრუნველყოფის ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში თანამშრომლები უკვე უზრუნველყოფილნი არის სამჯერადი კვებით – ვგულისხმობთ იმ თანამშრომლებს, რომლებიც არიან სამორიგეო ცვლაში“, - განაცხადა ბრეგაძემ. მისივე თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მომუშავე თანამშრომლები კი, დღის განმავლობაში უფასო კვებით ერთჯერადად არიან უზრუნველყოფილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)