|
2023-11-17 14:22:44, 645 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - ნებისმიერი წარმატების უკან არიან ადამიანები და ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც დასაქმებულია იუსტიციის სამინისტროში
ნებისმიერი წარმატების უკან არიან ადამიანები და ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც დასაქმებულია იუსტიციის სამინისტროში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში სამინისტროს თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად ზრუნავს მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. „ნებისმიერი წარმატების უკან არიან ადამიანები და ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც დასაქმებულია იუსტიციის სამინისტროში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს საქმიანობისთვის. ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. რამდენიმე დღის წინ დავამტკიცეთ სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც, მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში, თანამშრომელს დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ დაზღვევა ან სხვა სახელმწიფო პროექტები არ ფარავს სრულად მისი მკურნალობის ხარჯს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანი სახელმწიფოსთვის, და ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში, იქნება სრულად დაცული იმ საფრთხეებისგან, რომელიც შეიძლება შეექმნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. პრემიერის ინიციატივით, საჯარო მოხელეებისთვის ყოველწლიურად ხელფასები იზრდება 10%-ით, რაც ძალიან ქმედითი მხარდაჭერაა ნებისმიერი საჯარო მოსამსახურისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პრემიერს და მთავრობის თითოეულ წევრს იმ მხარდაჭერისთვის, რაც საქართველოში აქვს თითოეულ საჯარო მოხელეს", – განაცხადა ბრეგაძემ.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)