|
2023-11-17 12:08:14, 734 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით წეროვანში გამწვანების აქცია #დავრგესიცოცხლე გაიმართა
მიიღე გამოწვევა #დავრგესიცოცხლე, შემოუერთდი საყოველთაო აქციას და გაამწვანე პლანეტა - სწორედ ამ სლოგანით გრძელდება გამოწვევა, რომელიც ბაზისბანკის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია სოლომისას ორგანიზებით განხორციელდა. წეროვანის დასახლების მოსწავლეთა ახალგაზრდული სახლის ინიციატივით, მოსწავლეებმა თავიანთ დასახლებაში დაიწყეს პლანეტის გამწვანება. წეროვანი ნიშანდობლივი ადგილია იმ მხრითაც, რომ დასახლება სულ რამდენიმე წელია გაშენდა და მოსახლეობას მეტი ჟანგბადი და სიმწვანე ესაჭიროება. ამ წამოწყებით მოსწავლეებმა მაგალითი მისცეს თანატოლებს და გარემოს გამწვანების ინიციატივა გავრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, სახელწოდებით - #დავრგესიცოცხლე. ერთი ხის დარგვა თითო სიცოცხლის დაბადებას უტოლდება, რომელიც თავად გვაწვდის სასიცოცხლო ჟანგბადს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა ადრეული ასაკიდანვე გაიაზრეს პასუხისმგებლობა და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და მოსწავლეები მოუვლიან თავიანთ დარგულ სახელობით ხეებს. „როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი, ჩვენ მუდმივად ჩართული ვართ და მხარს ვუჭერთ მსგავს გარემოსდაცვით აქტივობებს. იდეის დაბადებისთანავე მოსწავლეების წამოწყების გვერდით დავდექით და მომავალშიც მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებასა და ახალ თაობაში გარემოს მიმართ პასუხისმგებლიანი მიდგომების უნარების ჩამოყალიბებაში“, - აცხადებს თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)