|
2023-11-16 15:03:17, 813 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო ბაიდენის განცხადებაზე - უკიდურესად არასწორია და უპასუხისმგებლო პოლიტიკური მანიპულაციაა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მაო ნინმა ბაიდენის განცხადებას "უკიდურესად არასწორი" და "უპასუხისმგებლო პოლიტიკური მანიპულაცია" უწოდა. "ამგვარი განცხადება უკიდურესად არასწორია და უპასუხისმგებლო პოლიტიკურ მანიპულაციას წარმოადგენს. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამას. მუდამ არსებობენ ისეთი არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობების დაშლას ცდილობენ - ეს არ იქნება წარმატებული",- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, შეხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დიქტატორი უწოდა. სი ძინპინი აშშ-ში, ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველი ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მიერ უკვე დასახელებულია შესაძლებლობად, რომ შემცირდეს უთანხმოება აშშ-ჩინეთს შორის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საშიშ მეტოქეობად მიიჩნევა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)