|
2023-11-15 16:02:31, 1076 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი - ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მთავარი ამოცანაა
ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მთავარი ამოცანაა,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ისტორიულად მაკროეკონომიკური სტაბილურობის მთავარი გამოწვევა მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი იყო. „ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თუ პანდემიის პერიოდს, 2020-2021 წლებს მხედველობაში არ მივიღებთ, ფაქტობრივად, ყოველწლიურად გვაქვს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლება. 2022 წლისათვის, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი რეკორდულად დაბალ 4.6%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. ჩვენი მოლოდინით, 2023 წელსაც დეფიციტს მსგავს დონეზე შევინარჩუნებთ. 2022 წლისათვის დაიწყო მთლიანი ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებლის ზრდა და ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2022 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ისტორიულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება 2023 წელსაც, წლის პირველ ნახევარში FDI-ის შემოდინებამ მილიარდ 72 მილიონი შეადგინა, რითაც 10,9 პროცენტით გადააჭარბა შარშანდელ მაჩვენებელს", - განაცხადა ხუციშვილმა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)