04:50 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 09:57:00, 697 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასი“ - ალ-შიფას საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმაში დამნაშავეები ისრაელი და აშშ არიან

ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმაში დამნაშავეები ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები არიან, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ავრცელებს.

„ჰამასისი“ განცხადების თანახმად, აშშ-მა ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლის მხარდაჭერით „მწვანე შუქი აუნთო“. 

„გაეროს დუმილი, მრავალი ქვეყნისა და რეჟიმის ღალატი არ შეაფერხებს პალესტინელი ხალხის მიჯაჭვულობას თავის მიწაზე და ლეგიტიმურ ეროვნულ უფლებებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, დაჯგუფება ისრაელის განცხადებას, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს „ჰამასი“, როგორც სამეთაურო ცენტრსა და საკონტოლო ბაზას, ისე იყენებს, ცრუ ნარატივს უწოდებს.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ალ-შიფას საავადმყოფოში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics