13:42 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 18:34:32, 645 ნახვა

საზოგადოება
მერია - სამგორში, რაჭის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, რაჭის ქუჩაზე, 11 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე გზის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტიანი გზით გადაადგილდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე ახალი ორფენიანი საფარი იგება და მიმდებარედ ბორდიურები წესრიგდება. პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ.

"მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე გაეცნენ.

საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. სამგორის გამგეობამ მიმდინარე წელს ასფალტის ძველი საფარი ახლით 100 მისამართზე შეცვალა. ჯამში, ახალი საფარი 137 000 კვ.მ ფართობზე დაიგო", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics