|
2023-11-13 15:26:54, 683 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. "მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში წინა ხაზზე ვიყავი, იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილება - როგორც კონსერვატიული ლიდერი თერთმეტი წლის განმავლობაში და პრემიერ-მინისტრი ექვსი წლის განმავლობაში - დამეხმარება პრემიერ-მინისტრის დახმარებაში",- დაწერა კამერონმა სოციალურ ქსელში. კამერონის საგარეო უწყების ხელმძღვანელად დანიშვნას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი. „მისი უზარმაზარი გამოცდილება საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი იქნება ჩვენს სამყაროში დიდი გაურკვევლობის დროს“,- წერს მეი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა ჯეიმს კლევერლი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. შს მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ დარჩა, რაც პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სუელა ბრავერმანი თანამდებობიდან მოხსნა. დევიდ კამერონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 2010-2016 წლებში იყო. მან თანამდებობა "ბრექსიტის" რეფერენდუმის შემდეგ დატოვა. კამერონი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას ემხრობოდა, თუმცა რეფერენდუმზე მხარი ქვეყნის EU-დან გასვლას დაუჭირეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)