|
2023-11-12 16:17:56, 810 ნახვა
მსოფლიო
გალანტი - „ჰეზბოლა“ ლიბანს ომში ითრევს - რასაც ახლა ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია, ბეირუთშიც გავაკეთოთ
"ჰეზბოლა" ლიბანს ომში ითრევს - რასაც ახლა ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია, ბეირუთშიც გავაკეთოთ,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა. გალანტი გამოეხმაურა "ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისრაელთან ფრონტი აქტიური დარჩება. "ლიბანის მოქალაქეებს ვეუბნები - უკვე ვხედავ ღაზას მოქალაქეებს თეთრი დროშებით, რომლებიც სანაპიროს გასწვრივ მიდიან და სამხრეთით მიემართებიან. "ჰეზბოლა" ითრევს ლიბანს ომში, რომელიც შეიძლება მოხდეს და ის შეცდომას უშვებს. თუ ასეთ ზომებს უშვებს, პირველ რიგში, ამ ფასს ლიბანის მოქალაქეები გადაიხდიან. რასაც ახლა ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია, გავაკეთოთ, ბეირუთშიც. ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალები თავისი რესურსების მეათედზე ნაკლებს იყენებს ღაზას სექტორში",- განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ ისრაელთან აქტიური ფრონტის შენარჩუნების შესახებ განცხადება სატელევიზიო მიმართვისას გააკეთა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)