22:23 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 16:40:00, 949 ნახვა

სამართალი
ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებზე - თბილისიდან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ - სამივე სრულწლოვანია

ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში, თბილისიდან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ, ერთი ადამიანი ცოტა ადრე, 2 ცოტა მოგვიანებით,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ "ავერსის" კლინიკიდან გაქცეულ 3 პატიმართან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბრეგაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, დაკავებული პატიმრები სრლწლოვანები არიან.

"ეს ადამიანები არიან სრულწლოვანები. მათ ჩადენილი ჰქონდათ გარკვეული დანაშაულები, რისთვისაც იხდიდნენ სასჯელს. ჯერჯერობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ამიტომ, ზედმეტი დეტალების გასაჯაროვებისგან შევიკავებთ თავს... ამ ადამიანებმა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაულები და ამისთვის იხდიდნენ სასჯელს, დამატებითი დანაშაულები ჩაიდინეს - იცით, რომ ეს ქმედება გათვალისწინებულია სსკ-ით და მათ დამატებით დაეკისრებათ 6-დან 8 წლამდე სასჯელი",- განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, „ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დღეს, 2 ნოემბერს დააკავეს. დღესვე დააკავეს ბადრაგიც. კლინიკიდან 3 პატიმარი გუშინ, 1-ელ ნოემბერს გაიქცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics