|
2023-11-02 09:45:45, 698 ნახვა
მსოფლიო
ანალენა ბერბოკი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ავრცელებს. მისი თქმით, ბერბოკი 3 ნოემბერს, ერევანში ჩავა, სადაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ევროპის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას და მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მიმღებ ცენტრს. პრესსპიკერის ინფორმაციით, ბერბოკი 4 ნოემბერს, ბაქოში ჩავა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გაეროს კოორდინატორს შეხვდება. "გერმანია მხარს უჭერს გრძელვადიან მშვიდობას. რეგიონში ნდობისა და შერიგების გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიზანი არის ყოვლისმომცველი მშვიდობიანი გადაწყვეტა, რათა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ თავიანთი სახელმწიფოების საზღვრებში", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)