22:44 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 16:24:35, 799 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში მისიით მყოფ მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს სამართლიანი ეკონომიკური ზრდის, ფინანსებისა და ინსტიტუტების სფეროში, ასად ალამს, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის მთავარ ეკონომისტს, ივაილო იზვორსკის და მსოფლიო ბანკის წამყვან ეკონომისტს, ლეონარდო იაკოვონეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი.

"განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და პანდემიის შემდეგ საქართველოს მიერ ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმების განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი, ასევე, სამოქმედო გეგმები.

შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების მიმართულებით.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics