|
2023-11-01 10:22:37, 767 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო - „დანერგე მომავლის“ ბენეფიციარების და სახელმწიფოს კუთვნილი 1 132 783 ლარის მითვისებისთვის 3 პირი დავაკავეთ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის - "დანერგე მომავალი" 5 ბენეფიციარის და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი ამხილეს, რომელთაგან 3 დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებმა, ზემოხსენებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სააგენტოსგან 1 049 230 ლარის დაფინანსება ვაშლის და ნუშის ნერგების შესაძენად მიიღეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებმა, ზემოხსენებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სააგენტოსგან მიიღეს 1 049 230 ლარის დაფინანსება ვაშლის და ნუშის ნერგების შესაძენად. ხსენებული თანხა, პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებმა, მათი თანამონაწილეობის თანხასთან - 700 758 ლართან ერთად, გადაურიცხეს ბრალდებულების მფლობელობაში არსებულ კომპანიას, რომელსაც უნდა განეხორციელებინა აღნიშნული ნერგების იმპორტირება, განსაზღვრულ მიწის ნაკვეთებზე ჭაბურღილის მოწყობა, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა და ბაღების გაშენება, თუმცა კომპანიის დირექტორმა და მისმა ორმა თანამშრომელმა მოახდინეს მხოლოდ 617 205 ლარის ღირებულების ნუშის ნერგების იმპორტი, ხოლო დანარჩენი 1 132 783 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. ამასთან, ბრალდებულებმა ერთ-ერთ აუდიტორს დაამზადებინეს ოთხი ერთეული ყალბი აუდიტორული დასკვნა ჭაბურღილის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც წარადგინეს სოფლის განვითარების სააგენტოში, მიღებული თანხების მიზნობრივად გამოყენების დასადასტურებლად. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", - აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)