03:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 12:54:50, 735 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის წევრებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მოლოდინაშვილი. ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე. საავიაციო კომიტეტის სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.

"მისასალმებელია, რომ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი იმაზე სწრაფად აღდგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 9 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურნენ პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დადებითი დინამიკაა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებშიც- სახეზეა სიხშირეებისა და მიმართულებების ზრდა, განსაკუთრებით, ევროკავშირის კუთხით, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს",- განაცხადა ქვრივიშვილმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას.

ქვრივიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

„საავიაციო კომიტეტის წევრებთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაზე, მათ შორის, შევეხეთ სააეროპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, თელავის აეროპორტის პროექტის მიმდინარეობას, შიდა და საერთაშორისო ფრენების სტიმულირებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. შევთანხმდით, რომ ერთობლივ ძალისხმევას მივმართავთ, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ქვეყანაში ავიაციის სექტორი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics