|
2023-10-30 15:33:36, 965 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის საგარეომ „ჰამასის“ მიერ გატაცებული შანი ლუკის გარდაცვალება დაადასტურა
ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მებრძოლების მიერ მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული და ტყვედ აყვანილი შანი ლუკის გარდაცვალება დადასტურდა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს. ისრაელის საგარეო უწყების ცნობით, შანი ლუკი "ჰამასმა" მუსიკალური ფესტივალიდან გატაცების შემდეგ აწამა და მისი სხეული ქალაქში ჩამოატარა. "განადგურებულები ვართ გაგიზიაროთ, რომ დადასტურდა 23 წლის გერმანელ-ისრაელელი შანი ლუკის გარდაცვალება. "ჰამასის" ტერორისტებმა შანი მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს, ღაზაში აწამეს და მისი სხეული ქალაქში ჩამოატარეს. მან გაუგონარი საშინელებები განიცადა. ჩვენი გული გატეხილია. კურთხეული იყოს მისი ხსოვნა", - აღნიშნულია განცხადებაში. შანი ლუკის გარდაცვალებას ასევე ადასტურებს გოგონას დედაც. "სამწუხაროდ, ჩვენ გუშინ შევიტყვეთ, რომ ჩემი ქალიშვილი ცოცხალი აღარაა", - განუცხადა შანი ლუკის დედამ, რიკარდა ლუკიმ გერმანულ გამოცემა RTL-ს. როგორც გამოცემა წერს, რიკარდა ლუკიმ ქალიშვილი "ჰამასის" მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ტატუებით ამოიცნო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)