04:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 14:06:38, 668 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით ხვალ ტექნოლოგიური ღონისძიება, Agile Summit გაიმართება

„თიბისის“ მხარდაჭერით და Agile mentor-ის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს რესპუბლიკაში ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება. ღონისძიების მთავარი აქცენტია Heart of Agile - თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებსა თუ ინდუსტრიებს და არამხოლოდ სოფთვეარ დეველოპმენტს.

გამომსვლელებს შორის „ეჯაილ მანიფესტოს“ თანაავტორი ალისტერ ქობერნი და ანტონ მარკი, ეჯაილის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი და ქოუჩი იქნებიან. ადგილობრივ გამოცდილებას მსმენელს გუკა კიტია, „თიბისის“ ეჯაილ მწვრთნელი, ჯგუფის ლიდერი გაუზიარებს.

„ეჯაილს ტექნოლოგიურ მიმართულებებში ჩაეყარა საფუძველი და, შესაბამისად, ალესტერისა და მარკისთვის სპიკერისთვის ძალიან ბუნებრივი და ორგანულია. არატექნოლოგიურ მიმართულებებში ეს მიდგომა ახალია და ჩვენ - „თიბისი“ ჩვენს ახალ გამოცდილებებს გაგიზიარებთ, როგორ შევძელით პრაქტიკაში დაგვენერგა ეჯაილ მიდგომები ჩვენს სამუშაო პროცესებში არატექნოლოგიური მიმართულებით“, - აცხადებს გუკა კიტია.

ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ  დისტანციურად დაუსვან შეკითხვები ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორს, ჩაერთონ ნეთვორქინგში, გაიცნონ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა ინდუსტრიიდან.

„თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა.

ღონისძიებაზე დამსწრეების მსურველებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics