|
2023-10-25 22:17:28, 735 ნახვა
მსოფლიო
გაეროში ისრაელის ელჩი - გაეროს სირცხვილია, როდესაც გენერალური მდივანი ბოდიშსაც კი ვერ იხდის გუშინდელი განცხადებისთვის
ეს არის გაეროს სირცხვილი, როდესაც გენერალური მდივანი ბოდიშსაც კი ვერ იხდის გუშინდელი ნათქვამისთვის, ის უნდა გადადგეს, - ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა განაცხადა. ერდანის თქმით, გაეროს გენერალური მდივანი თავისი განცხადებით ცვლის რეალობას და ისრაელს „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხაში პირდაპირ ადანაშაულებს. „ყველას კარგად ესმის, რომ მისი სიტყვების მნიშვნელობა არის ის, რომ „ჰამასის“ ქმედებებში ისრაელია დამნაშავეა. გენერალური მდივანი, რომელსაც არ ესმის, რომ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას ვერასოდეს ექნება რაიმე მიზეზი, მანამდე ის ვერ იქნება გენერალური მდივანი“, - განაცხადა ერდანმა. ცნობისთვის, გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის დაუყოვნებლივ გადადგომა თავდაპირველად 24 ოქტომბერს მოითხოვა, რასაც გაეროს თავმჯდომარე ანოტნიო გუტერეში გამოეხმაურა. როგორც გუტერეშმა აღნიშნა, მისი განცხადება ინტერპრეტაცია მოხდა, რის გამოც ის "შოკირებულია" და აღნიშნა, რომ ის "ჰამასის" ტერორისტულ ქმედებებს გმობს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)