05:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 13:41:42, 621 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ქვეყანამ „აბრეშუმის გზის ფორუმს“ ღირსეულად უმასპინძლოს

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისის სილქ როუდ ფორუმის" გახსნის წინ ის ლოკაციები დაათვალიერა, სადაც ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილი დღეს პირადად გაეცნო საორგანიზაციო სამუშაოების დასკვნით ეტაპს, კერძოდ, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც გახსნის ცერემონია და რამდენიმე პანელური სესია შედგება და სასტუმრო „ბილტმორში", სადაც ასევე რამდენიმე პანელური სესია და პარალელური ღონისძიებები გაიმართება.

„აბრეშუმის გზის ფორუმის" მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლოს მორიგ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს", - აცხადებს ვიცე-პრემიერი.

ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წლევანდელი ფორუმი იმითაა გამორჩეული, რომ გარდა უმაღლესი დონის დელეგაციებისა - პრემიერების, ვიცე- პრემიერების, მინისტრების დონეზე, ღონისძიებაზე ასევე აქტიურად და მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი ბიზნესსექტორი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის საქართველოში არსებული ეკონომიკური რეფორმების პროგრესის გამოძახილი და ასევე იმ წარმატების, რომელიც ეკონომიკური კუთხით  ქვეყანას აქვს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 „აბრეშუმის გზის ფორუმს" თბილისი 26 – 27 ოქტომბერს, უკვე მეოთხედ უმასპინძლებს. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. წლევანდელი ფორუმი უპრეცედენტოა არამარტო მონაწილეთა  რაოდენობის, არამედ მაღალი წარმომადგენლობითი დონის თვალსაზრისითაც.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა" იქნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics