10:29 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 20:06:40, 717 ნახვა

მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა

საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა.

ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასი“ ემუქრება ებრაელებს, ახლო აღმოსავლეთს, ევროპას, მთელ მსოფლიოს. ნეთანიაჰუმ ღაზას „ისლამური სახელმწიფოს ანკლავი“ უწოდა.

„„ჰამასი“ პასუხისმგებელია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლზე, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ომში ვიბრძოლოთ რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი ომი. როდესაც ეს დასრულდება, ისრაელის ხალხი აღადგენს თავის თემებს და ღაზის ხალხი აღარ იცხოვრებს „ჰამასის“ ტირანიის ქვეშ. მაგრამ ერთი პირობაა, „ჰამასი“ უნდა განადგურდეს. გამოცდა დასავლეთისთვის და ცივილიზაციისთვის არის „ჰამასი“. „ჰამასი“ თუ გამარჯვებული გამოვა, ჩვენ, ყველანი წავაგებთ. ევროპას საფრთხე დაემუქრება. „ჰეზბოლა“ თუ დაუშვებს შეცდომას და შეუერთდება ამ ომს, ის ინანებს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics