02:16 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 10:00:43, 705 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში უკანონო ნადირობის 448 ფაქტი გამოვავლინეთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში, 19 აგვისტოდან 19 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, უკანონო ნადირობის 448 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 124 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში; 83 ფაქტია გამოვლენილი მცხეთა-მთიანეთში, 82 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 39 - გურიაში, 36 - შიდა ქართლში, 35 - კახეთში, 17 - აჭარაში, 12 - ქვემო ქართლში, 11 - სამცხე-ჯავახეთში, 2 კი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 7 ფაქტი აღკვეთეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც.

„გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან, 345 შემთხვევაში, სამართალდამრღვევებმა ნადირობისას აკრძალული იარაღი, მეთოდი ან საშუალება გამოიყენეს. 91 მონადირე გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გარეშე ნადირობდა, 5-მა მოქალაქემ ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინადირა, 6 შემთხვევაში კი, მონადირეებმა აკრძალული სახეობები მოინადირეს.

სამართალდარღვევებიდან საკმაოდ ბევრია უკანონო საშუალებით - ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობით ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში, ამოღებულია 338 ასეთი მოწყობილობა.

უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე), საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics