|
2023-10-23 23:21:55, 935 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ ეს უფლება ჰუმანიტარული კანონმდებლობის დაცვით უნდა განხორციელდეს
დავგმეთ შეხვედრაზე "ჰამასის" ქმედებები და ისრაელს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა. ბორელის თქმით, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ ეს უფლება უნდა განხორციელდეს ჰუმანიტარული კანონმდებლობის დაცვით. „საერთაშორისო კანონმდებლობა უნდა აღსრულდეს. ეს არ უნდა გავიმეორეთ წლების მანძილზე ისე, როგორც ვიმეორებდით, რომ კონფლიქტს 2 სახელმწიფოს მიერ გადაჭრა სჭირდება. თავდაცვის უფლებას, ისევე როგორც ყველა უფლებას საზღვრები აქვს. ეს რამდენჯერმე განვაცხადეთ და ვიმეორეთ ახლაც. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს წყლის და ელექტროენერგიის შეწყვეტა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ალყის დროს მშვიდობიან მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდულო წვდომა წყალზე, დენზე. ძლიერი მხარდაჭერა ისრაელს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)