11:20 - 21 Aug, 2026
|
2023-10-23 21:37:58, 917 ნახვა
მსოფლიო
სუნაკი - ღაზაში მდებარე საავადმყოფოში აფეთქება, დიდი ალბათობით, ღაზის ტერიტორიიდან გასროლილმა რაკეტამ გამოიწვია
ღაზაში მდებარე საავადმყოფოში აფეთქება, დიდი ალბათობით, ღაზის ტერიტორიიდან გასროლილმა რაკეტამ გამოიწვია და არა ისრაელის რაკეტამ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. სუნაკმა ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტის არასწორად გავრცელებამ ნეგატიური გავლენა იქონია რეგიონში. "ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ აფეთქება სავარაუდოდ გამოწვეული იყო რაკეტით, ან მისი ნაწილით, რომელიც გასროლილი იყო ღაზის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით", - განუცხადა სუნაკმა პარლამენტის წევრებს. ცნობისთვის, პალესტინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე იერიშის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა და მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)