|
2023-10-23 20:46:30, 903 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამატებით 20 მილიონი ფუნტის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს
დიდი ბრიტანეთი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამატებით 20 მილიონი ფუნტის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. როგორც სუნაკი აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც და „ჰამასიც“ დამარცხდებიან. „მივესალმებით რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის შეზღუდულ გახსნას, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია და დიპლომატიის ძალაუფლების დასტურია, მაგრამ საკმარისი არ არის. გვჭირდება მუდმივი დახმარების ნაკადი, რომლის მეშვეობითაც შევა წყალი, საკვები, წამალი და საწვავი, რომელიც ასე ძალიან სჭირდებათ. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ ზეწოლას. ჩვენ უკვე გამოვყავით 10 მილიონი ფუნტი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად, ახლა კი წინ მივდივართ. ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვყოთ 20 მილიონი ფუნტის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რაც ორჯერ აღემატება პალესტინელი ხალხისთვის ჩვენს წინა დახმარებას“, - განაცხადა სუნაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)