|
2023-10-23 20:04:34, 904 ნახვა
მსოფლიო
შვედეთის პრემიერი - მივესალმები თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მოუთმენლად ველოდებით, რომ გავხდეთ ნატოს წევრი
მივესალმები თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ ხელი მოაწერა შვედეთის ნატოში გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის ოქმს და წარუდგინა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას, - ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტენსონმა განაცხადა. მისივე თქმით, შვედეთი მოუთმენლად ელოდება, რომ გახდეს ნატოს წევრი. „მივესალმები თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებას, რომ ხელი მოაწერა შვედეთის ნატოში გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის ოქმს და წარუდგინა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას. ახლა დაიწყება საპარლამენტო პროცედურები. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ გავხდეთ ნატოს წევრი“, – წერს კრისტენსონი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიკაციისთვის დღეს წარუდგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)