11:20 - 21 Aug, 2026
|
2023-10-23 19:24:22, 955 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმი რატიფიკაციისთვის პარლამენტს წარუდგინა
თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც Reuters წერს, თურქეთის პრეზიდენტმა ოქმს ხელი დღეს მოაწერა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. მანამდე, ერდოღანი აცხადებდა, რომ შვედეთი ჯერ მზად არ იყო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად, რადგან ნატოს ქვეყანას უნდა ჰქონოდა ძლიერი პოზიცია, როდესაც საქმე ტერორიზმთან ბრძოლას ეხება. ცნობისთვის, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. 4 აპრილს ფინეთი ოფიციალურად გახდა ალიანის 31-ე წევრი. შვედეთის გაწევრიანებას კი თურქეთი აფერხებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)