11:21 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 10:13:46, 899 ნახვა

მსოფლიო
აშშ ისრაელს სთხოვს, გადადოს ღაზას სექტორში სახმელეთო შეჭრა

The New York Times-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს ურჩევს გადადოს სახმელეთო ოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად დროის შესაძენად და იზოლირებულ ანკლავში მყოფი პალესტინელებისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად.

აშშ-ს ოფიციალურ პირებს ასევე სურთ მეტი დრო, რათა  მოამზადონ თავიანთი სამხედროები რეგიონში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების შესაძლო აფეთქებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ გააქტიურდებიან ისრაელის ღაზაში შესვლის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ აყენებს მოთხოვნებს ისრაელის მიმართ, აშშ მაინც მხარს უჭერს სახმელეთო შეჭრას და ჰამასის განადგურებას. მაგრამ გასულ პარასკევს ორი ამერიკელის გათავისუფლების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა გააძლიერეს თავიანთი მოწოდებები, რომ დრო დაეთმოთ კიდევ 212-ის გათავისუფლებას.

გაზეთის წყაროებმა განაცხადეს, რომ რჩევაა ისრაელისთვის, ამ დროისთვის თავი შეიკავონ სახმელეთო ოპერაციებისგან, თავდაცვის მინისტრის მეშვეობით გადაეცა, რადგან პენტაგონი ისრაელის არმიას სამხედრო საკითხებში ეხმარება. ოფიციალური პირი თითქმის ყოველდღიურად ურეკავდა თავის ისრაელ კოლეგას იოავ გალანტს, რათა განეხილათ ოპერატიული საკითხები, აშშ-ის იარაღის მიწოდება ისრაელში და აშშ-ს სამხედრო განლაგება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მძევლების გათავისუფლება პრიორიტეტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics