12:09 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 09:22:23, 810 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი და მარკ რუტე ისრაელს ეწვევიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე  ისრაელს ეწვევიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს.

პრემიერის ოფისის ცნობით, მარკ რუტე ისრაელში დღეს, მაკრონი კი სამშაბათს, 24 ოქტომბერს ჩავა.

რუტე და მაკრონი ვიზიტის ფარგლებში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდებიან.

ოფისის ცნობითვე, ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტთან და ნიდერლანდების პრემიერთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ისრაელს "ჰამასის" სამხედრო შესაძლებლობების აღმოფხვრა აქვს გადაწყვეტილი და რომ ისრაელის "ჰამასზე" გამარჯვება მსოფლიოს გამარჯვება იქნება.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, "ჰამასმა" ისრაელზე საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქს დღემდე ბომბავს, 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩავიდა.

12 ოქტომბერს, ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, ხოლო 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა. 

13 ოქტომბერს, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც ეწვივნენ. 15 ოქტომბერს, ქვეყანაში ასევე იმყოფებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა.

17 ოქტომბერს, ისრაელს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, 18 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ხოლო 19 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ეწვივნენ. ქვეყანაში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics