|
2023-10-20 16:05:23, 709 ნახვა
მსოფლიო
„სატვირთო მანქანები ღაზას სექტორში, რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს“ - გუტერეში ეგვიპტეში ჩავიდა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ეგვიპტეში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, გაეროს გენერალურმა მდივანმა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი მოინახულა. "ამდენი სატვირთო მანქანა დატვირთულია წყლით, საწვავით, მედიკამენტებით, საკვებით. საჭიროა, ეს სატვირთო მანქანები, რაც შეიძლება მალე გადავიდეს. ეს სატვირთო მანქანები სამაშველო თოკია. ეს არის განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ამდენი ადამიანისათვის... აქ ორი მილიონი ადამიანი გვყავს, ვინც უზარმაზარ ტანჯვას განიცდის. არ არის წყალი, საკვები, მედიკამენტები, საწვავი. ღაზას ყველაფერი სჭირდება გადარჩენისთვის", - განაცხადა გუტერეშმა. მედიის ცნობითვე, ანტონიო გუტერეში ხვალ, კაიროს სამშვიდობო სამიტს დაესწრება, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ. შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს, ეგვიპტე დათანხმდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას, რათა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის 20-მდე სატვირთო მანქანა შევიდეს. მანამდე, ეგვიპტე უარს ამბობდა, კორიდორი გაეხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობდნენ. ამასთან, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავდა. ამასთან, 18 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)