|
2023-10-19 19:23:00, 953 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის საბრძოლო მოქმედებებში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებას ითხოვს
ევროპარლამენტი მკაცრად გმობს „ჰამასის“ ტერორისტულ თავასხმებს და აღიარებს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი. დოკუმენტს 500-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 21 იყო, 24-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საჭიროა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიკვიდაცია. დეპუტატები ასევე ითხოვენ „ჰამასის“ მიერ გატაცებული ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფელბას. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა, ასევე, ისრაელის საპასუხო ქმედებები რეგიონში ძალადობის ციკლის გაძლირების რისკს ქმნის. ამიტომ ევროპარლამენტის წევრები გამოდიან მოწოდებით, გამოცხადდეს ჰუმანიტარული პაუზა საბრძოლო მოქმედებებში. ევროპელი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ თავდასხმები სამოქალაქო პირებზე და ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის გაერო-ს თანამშრომლებზე, მედიკოსებზე და ჟურნალისტებზე, საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)