|
2023-10-19 17:31:25, 956 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან
ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, როგორც ევროპელმა მაღალჩინოსნებმა ლუქსმბურგში, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადეს, საჭიროა, მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების გაძლიერება და იმ პირების უფრო სწრაფად გაძევება, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ. განცხადებები გააკეთეს საფრანგთისა და ბელგიის მინისტრებმა, რომელთა ქვეყნებშიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავდასხმები განხორციელდა. „ჩვენ ვერ გავარძელებთ ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს არის გადამწყვეტი მომენტი... ჩემი პასუხისმგებლობაა, ევროკავშირის სხვა ლიდერებთან ერთად, უზრუნველვყოთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების დაცვის ბალანსით, რათა მომავალში მსგავსი სახის ინციდენტები თავიდან ავიცილოთ“,- თქვა ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანელის ვერლინდენმა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის თქმით, საზღვრების კონტროლის კუთხით "წინსვლა" უნდა გაგრძელდეს. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, განსაკუთრებით ჩვენი საზღვრების კონტროლის კუთხით. მიგრაციის პაქტი ამისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანების იდენტიფიცირებას, უსაფრთხოების მიზნით გამოკითხვის ჩატარების შესაძლებლობას, რათა მოხდეს პოტენციურად საშიში პირების გამიჯვნა",- განაცხდა დარმანინმა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)