|
2023-10-17 23:41:32, 785 ნახვა
მსოფლიო
პალესტინის მთავრობის განცხადებით, ღაზაში საავადმყოფოზე იერიშის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა
პალესტინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე იერიშის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ინფორმაციით, პალესტინური მხარე იერიშში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ისრაელის ჯარის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია და შესაბამისი უწყებები მის დადგენაზე მუშაობენ. საუბარია ალ-ალი არაბის ჰოსპიტალზე, რომელიც ღაზა სიტის ცენტრში მდებარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ღაზას საავადმყოფოში სასიკვდილო აფეთქება ისლამური ჯიჰადის (PIJ) რაკეტამ გამოიწვია. „თავდაცვის ძალების ოპერატიული სისტემების ანალიზის შედეგად განხორციელდა მტრის სარაკეტო სროლა ისრაელის მიმართულებით, რომელმაც საავადმყოფოს მიმდებარედ გაიარა, როდესაც მას მოხვდა... დაზვერვის ინფორმაციით, რომელიც ჩვენ რამდენიმე წყაროსგან მოვიპოვეთ, წარუმატებელ სროლაზე პასუხისმგებელი PIJ-ია (ისლამური ჯიჰადი)" - წერს IDF. ჰამასის მოძრაობის ხელმძღვანელმა საზღვარგარეთ, ხალედ ალ-მაშაალმა , ისლამურ სამყაროს მოუწოდა, მოაწყონ დემონსტრაციები ისრაელის საელჩოებთან ყველა ქვეყანაში, ღაზას სექტორში საავადმყოფოზე თავდასხმის ფონზე.
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)