13:43 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 11:54:40, 710 ნახვა

მსოფლიო
IDF - ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ იძულებით გადაადგილება 500 000-მდე ადამიანს მოუწია

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც "ჰამასმა" ქვეყანაზე თავდასხმა განახორციელა, ისრაელის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილება, დაახლოებით, 500 000 ადამიანს მოუწია.

როგორც IDF-ის პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის არიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ლიბანის საზღვრის მიმდებარე დასახლებებში ცხოვრობდნენ.

"ღაზას სექტორის გარშემო ყველა დასახლება ევაკუირებულია მთავრობის დირექტივების შესაბამისად. ჩვენ არ გვინდა მშვიდობიანი მოქალაქეები საბრძოლო ზონასთან ახლოს",- თქვა კონრიკუსმა.

როგორც BBC წერს, იმავდროულად, მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია ღაზაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. 

მოლაპარაკებები ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ, რომლითაც ადგილზე დახმარება უნდა შევიდეს, არაერთხელ ჩაიშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics