|
2023-10-05 17:36:17, 1246 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა კუპიანსკში, სასურსათო მაღაზიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაღუპულია 50-მდე ადამიანი
ხარკოვში, კუპიანსკის რეგიონში რუსებმა სასურსათო მაღაზიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 49 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 5 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 13:25 საათზე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკრაინის სსკ-ის 438-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევას გულისხმობს. მომხდარ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და მას მიზანმიმართული ტერორისტული აქტი უწოდა. "სასტიკი რუსული დანაშაული - სარაკეტო თავდასხმა ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაზე, სრულიად მიზანმიმართული ტერორისტული აქტი. კუპიანსკის ოლქი, ხარკოვის ოლქი. ამ დროისთვის ცნობილია 48-ზე მეტი დაღუპულის შესახებ. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა! დაჭრილებს დახმარებას უწევენ... რუსული ტერორი უნდა შეწყდეს. ყველა, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, დამნაშავეა. ყველა, ვინც რუსეთს დღემდე უჭერს მხარს, მხარს უჭერს ბოროტებას. რუსეთს ეს და მსგავსი ტერორისტული თავდასხმები მხოლოდ ერთი რამისთვის სჭირდება: თავისი გენოციდური აგრესია ახალ ნორმად აქციოს მთელი მსოფლიოსთვის. მადლობას ვუხდი თითოეულ ლიდერს, ყველა ერს, რომელიც მხარს გვიჭერს სიცოცხლის დაცვაში!", - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)