09:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-30 11:09:38, 716 ნახვა

ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე პროექტის „ბიოსფერული რეზერვატები, როგორც საქართველოში მდგრადი განვითარების მოდელი" გახსნის ღონისძიებას დაესწრო

გასულ წელს, საქართველოში პირველად, UNESCO-მ ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’  და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი’’ აღიარა და ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, უკვე დაიწყო პროცესის აღსრულება,  რაც იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სტატუსის მქონე ტერიტორიებს, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ განაცხადა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, პროექტის „ბიოსფერული რეზერვატები, როგორც საქართველოში მდგრადი განვითარების მოდელი" ფარგლებში, შეიქმნება მმართველი ორგანო. პროექტის მიზანს კოორდინირებული და ეფექტური მართვის შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტს, გერმანიის გარემოს, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროს (BMUV) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (Rec Caucasus) ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics