|
2023-09-25 17:01:28, 909 ნახვა
სამართალი
ეძგვერაძის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 6 პირს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანში, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 6 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. საქმის პროკურორის განცხადებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ ბრალდებულები სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდგომ სახელმწიფო საზღვრის დატოვებას ცდილობდნენ. "სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებულიყო პატიმრობა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმეზე წარმოდგენილი ფატებით ნამდვილად დადასტურდა ბრალდებულების მხრიდან მომდინარე გამოძიებისა თუ მართლმსაჯულების განხორციელებაში უარყოფითი ჩარევის რეალური საფრთხე. საქმეზე წარმოდგენილი ფაქტებით დასტურდებოდა, რომ ბრალდებულები სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდგომ ცდილობდნენ სახელმწიფო საზღვრის დატოვებას, რა დროსაც ისინი შეაჩერეს",- განაცხადა საქმის პროკურორმა. ცნობისთვის, თბილისში, გლდანში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა 22 სექტემბერს განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეძგვერაძისა და მისი თანმხლები პირების თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. 23 სექტემბერს კი, პოლიციამ 6 პირი დააკავა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)