|
2023-09-22 12:35:49, 1108 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ კიდევ ერთი უნიკალური სივრცე − 4B-ს ფილიალი გახსნა, რომელიც ბიზნესის წინსვლისა და განვითარებისთვის შეიქმნა
"საქართველოს ბანკი" ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ამჯერად, ბანკმა ბიზნეს კლიენტებისთვის, სრულიად ახალი კონცეფციის მქონე, მომსახურების კიდევ ერთი სივრცე - 4B ფილიალი გახსნა, რომელიც მოხმხმარებლების საჭიროებების შესწავლისა და ანალიზის შედეგად შეიქმნა. 4B ის სივრცეა, სადაც "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო პარტნიორი ბიზნესები განსაკუთრებული პირობებითა და შეთავაზებებით სარგებლობენ. 4B მათ სთავაზობს:
ახალი ფილიალი 20 სექტემბერს, გუდიაშვილის ქ.#2 - ში გაიხსნა. „ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რათა მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ. განსხვავებული კონცეფციის მქონე 4B ფილიალი "საქართველოს ბანკის" ის სივრცეა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ბიზნესისთვის კიდევ მეტად კომფორტული გავხადოთ საბანკო სერვისებით სარგებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ საკუთარი ბიზნესის განვითარებასა და წინსვლაში. ამ სივრცეში ბიზნესებს არაერთი საინტერესო სიახლე და კონკეტულად მათთვის შექმნილი შეთავაზება დახვდებათ. მოხარულები ვართ ამ სიახლით და მიგვაჩნია, რომ ეს სივრცე ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ჩვენს პარტნიორებს და დაეხმარება მათ ახალ იდეებში, ბიზნესის სწორი მიმართულებით განვითარებაში და ახალი ურთიერთობების დამყარებაში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი პროდუქტების შექმნაზე მუშაობას, რომელიც საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს",- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, გენერალური დირექტორის მოადგილემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)