03:34 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 17:56:47, 1432 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთისგან კიდევ 51 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა, რომლის ფარგლებშიც, კიევმა 51 ცხედარი დაიბრუნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ცხედრების გადაცემა ჟენევის კონვენციის ნორმებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით განხორციელდა.

"უკრაინულმა მხარემ არაერთი ღონისძიება განახორციელა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა 51 დაღუპული დამცველის ცხედრის დაბრუნება. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება მოხდა ინტეგრაციის სამინისტროს, დაკარგულ პირთა მოძიების კომისარიატის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად",- აღნიშნულია უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მხოლოდ ორწლიანი მუშაობის განმავლობაში, შესაძლებელი გახდა 1 832 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედრის დაბრუნება. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინამ 84 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.

აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics