12:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-18 14:22:09, 1142 ნახვა

ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე - მაღალი ეკონომიკური ზრდა პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის მიმდინარე ტენდენციებზე

მიმდინარე წლის ექვსი თვის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6 პროცენტს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია  ფართო რეგიონის ჭრილში და ასევე ევროპის ქვეყნებთან შედარებით,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

„საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მეორე კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა.

„მაღალი ეკონომიკური ზრდა პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის მიმდინარე ტენდენციებზე. დღეს გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომის ბაზარზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება, კერძოდ, მეორე კვარტლის მონაცემებით, ისტორიულ მაქსიმუმზეა დასაქმებულთა რაოდენობა და 1 327.4 შეადგენს, ხოლო წლიურად დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით 57 ათასით არის გაზრდილი",- განაცხადა ცინცაძემ.

მისივე თქმით, ასევე მეორე კვარტლის მიხედვით, მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე და ის 16.7 პროცენტს შეადგენს.

„ხაზგასასმელია, რომ უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც ზოგადად, შრომის ბაზარზე მიმდინარე ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics