00:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 16:57:18, 1398 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთმა რუსეთის სამხედრო მიმწოდებლებს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთი დამატებით სანქციებს უწესებს იმ უცხოურ ბიზნესებს, რომლებიც რუსეთს იარაღს ან იმ კომპონენტებს აწვდიან, რომელსაც კრემლი უკრაინაში ომისთვის იყენებს.

დასანქცირებულ კომპანიებს ბრიტანული აქტივები გაეყინათ. ამასთან ერთად, აეკრძალათ ბრიტანეთში საბანკო ანგარიშების შექმნა. 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის თქმით, აღნიშნული სანქციები შეასუსტებს რუსეთის ტყვია-წამლის რაოდენობას და მიწოდების ქსელს დახურავს.

"დღევანდელი სანქციები კიდევ უფრო მეტად შეასუსტებს ომში რუსეთის არსენალს და დახურავს მიწოდების ქსელს, რომელიც პრეზიდენტ პუტინის თავდაცვის ინდუსტრიას აძლიერებდა", - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics