14:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 14:04:23, 1652 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - უახლოვდება თუ არა ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციას?

ლარის კურსთან დაკავშირებით, "თიბისი კაპიტალის" ბოლოდროინდელი შეფასება უცვლელია.

სავალუტო შემოდინებები ძლიერია. თუმცა, ლარის გამყარებული საშუალო კურსი ძირითად სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით და დაბალი ინფლაცია, ლარის მხარდამჭერი არაა.

ამდენად, "თიბისი კაპიტალის" აზრით, ლარის მიმდინარე ზომიერი, თუმცა მაინც მერყეობა უფრო სენტიმენტებითა და სხვა შესაძლო ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული და ალბათობა დიდია, რომ მომდევნო თვეებში სავალუტო ბაზარზე გამყარების მიმართულებით ზეწოლა გაგრძელდეს. თუმცა, "თიბისი კაპიტალის" აზრით, ეს უფრო სებ-ის მიერ სავალუტო შესყიდვებში აისახება, ვიდრე ლარის მატერიალურ გამყარებაში.

მაშინ, როდესაც ლარის მერყეობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებისგან თავის შეკავების არგუმენტია, "თიბისი კაპიტალის" მოსაზრებით, მიმდინარე კვირას, მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობა, უცვლელად დატოვებასთან შედარებით, უფრო მაღალია.

ლარის კურსს რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი კვლავ მცირედით, მაგრამ მაინც უფრო სუსტი ლარია, თუმცა დაახლოებით მომდევნო 12 თვის, ვიდრე მიმდინარე პერსპექტივაში.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics