|
2023-07-28 18:39:58, 1487 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ არ გვჯერა, რომ რუსეთს არ მოუნდება აგრესიით დაბრუნება მაშინაც კი, როდესაც მათ ჩვენი მიწიდან განვდევნით
ჩვენ არ გვჯერა, რომ რუსეთს არ მოუნდება აგრესიით დაბრუნება მაშინაც კი, როდესაც მათ ჩვენი მიწიდან განვდევნით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინის გამარჯვება უნდა იყოს ისეთი, რომ მტრის მიერ დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა არ გასცდეს მათ ფანტაზიებს. „უკრაინის გამარჯვება შეიძლება და უნდა იყოს ისეთი, რომ მტრის მიერ დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა არ გასცდეს იმ გიჟების ავადმყოფურ ფანტაზიას, რომლებიც ასეთ გეგმებს აწყობენ. ჩვენი სახელმწიფოებრიობა არის ჩვენი პასუხი უკრაინის უსაფრთხოებისა და მშვიდობის აუცილებლობაზე. სახელმწიფოებრიობა, რომლის დაცვა ძნელია, მაგრამ დაკარგვის შემთხვევაში უფრო ძნელია დაბრუნება. ეს არასდროს არის მხოლოდ მოცემულობა. ეს არის უკრაინისთვის მსახურებისა და შრომის შედეგი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)