12:58 - 16 Aug, 2026
|
2023-07-24 11:08:59, 1817 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა მომავალ ზაფხულს ომს მოიგებს და ნატოში გაწევრიანებას შეძლებს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ვარაუდობს, რომ მომავალ ზაფხულს უკრაინა ომში გაიმარჯვებს და ნატოში გაწევრიანებას შეძლებს. აღნიშნულ საკითხზე რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესაძლო დროდ მომავალი წლის ზაფხულში დაგეგმილ ნატოს სამიტს განიხილავს. „ვინ იცის, იქნებ, ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი დღე უკრაინისთვის. ეს მხოლოდ ჩემი პროგნოზია“,- ამბობს რეზნიკოვი. თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ომი მომავალ ზაფხულს დასრულდება, რეზნიკოვმა თქვა: "დიახ, ჩვენ ამ ომს მოვიგებთ".
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)