13:15 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-15 13:39:04, 888 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კახეთის რეგიონში პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა.

შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირიც გამართა.

"შეხვედრას, მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი - ზვიად ხარაზიშვილი ესწრებოდნენ.

ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო თათბირზე სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა.

ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics